20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო

20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი ბრალდების მხარის შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც, პროკურორმა დავით ნეფარიძემ სასამართლოში წარმოდგენილი „ახალი დოკუმენტის გასაცნობად გონივრული ვადა“ ითხოვა.

როგორც მოსამართლე შორენა გუნცაძემ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სასამართლოში სახალხო დამცველის "სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება არის წარმოდგენილი, რომელიც ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის პოზიციას ეხება.

შემდეგი სასამართლო სხდომა 24 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა