ელენე ხოშტარია - ამ მომენტში ნიკა მელიას დაჭერა ვერ გაბედეს და მისი დეპუტატობიდან გაშვება უნდათ, რადგან დიდ დისკომფორტს უქმნის მონებს და ივანიშვილს

ამ მომენტში დაჭერა ვერ გაბედეს და სჭირდებათ მისი დეპუტატობიდან გაშვება, რადგან ნიკა მელია დიდ დისკომფორტს უქმნის მონებს და ბიძინა ივანიშვილს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ვერც ნიკა მელიას აქტიურობაზე და ვერც საპროტესტო მუხტზე ვერ აისახება.

„ეს საქმე 7 წელია მიდის, გადადებული იყო, რომ მერე შეიძლება დასჭირვებოდათ, ბევრია კიდევ თაროზე შემოდებული საქმეები, რომელსაც ნებისმიერ მომენტში გამოიყენებენ. ახლა, ამ მომენტში დაჭერა ვერ გაბედეს და სჭირდებათ მისი დეპუტატობიდან გაშვება, ერთ-ერთი ინტერპრეტაცია ასეთია იმიტომ, რომ ნიკა მელია დიდ დისკომფორტს უქმნის მონებს იმ შენობაში და ასევე, ბიძინა ივანიშვილს. თუმცა, ეს ვერანაირად აისახება ვერც ნიკა მელიას აქტიურობაზე და ვერც საპროტესტი მუხტზე,“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისათვის, ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებით 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოართვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა