ნიკა მელია - სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება „კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე“ აღსასრულებლად გადის

ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, საქმე, რომელიც 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, აბსურდული იყო.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც მხარს მიჭერდა. ყველას ვთვლი ჩემს თანამებრძოლად ამ უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, რომელიც არ არის მარტივი, თუმცა არის ძალიან მართალი ბრძოლა, რომელიც ამ ქვეყნის თავისუფლებას ეხება და არა ცალკეული ადამიანების, პოლიტიკოსების კეთილდღეობას. 7 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ეს საქმე, 25 ადამიანი იყო ბრალდებული ჩემთან ერთად. ყველა ადამიანს, უკლებლივ, გაუკეთდა განრიდება, შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა და შემატოვეს მხოლოდ მე ამ საქმეში. ამ საქმეს ხელისუფლებისთვის რომ მიეცა დაკავების საფუძველი, ძალიან დიდი ხნის წინ შეასხამდნენ ხორცს და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა. იყო აბსოლუტურად აბსურდული საქმე. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც გადის კოლექტიურ ბექა ოდიშარიაზე აღსასრულებლად, არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილი აშაყირებს საკუთარ გუნდის წევრებს თუ კიდევ ერთხელ აბუჩად იგდებს. მან კვლავ ჩაუგდო კენჭი „ქართულ ოცნებაში“ შემორჩენილ დეპუტატებს და ახლა მათ უნდა იმსჯელონ სხდომათა დარბაზში ნიკა მელია, როგორც მათი კოლეგა, მე-9 მოწვევის პარლამენტის ვადის ამოწურვამდე იქნება თუ არა. ბექა ოდიშარიამ უნდა მიაჭიროს ხელი ისევ, თუ მიაჭერს, მიაჭიროს“, - განაცხადა მელიამ.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა