„თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით, ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა

ინვესტორებისთვის, ბიზნეს, საბანკო, ასევე სხვა სექტორის წარმომადგენლებისთვის ლონდონში ფორუმი - UzInvest 2019 გაიმართა. ღონისძიების თემა უზბეკეთში ინვესტიციების შესაძლებლობებს და პერსპექტივებს შეეხებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, ფორუმზე მსოფლიოს სხვადასხვა სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერებმა, ასევე უზბეკეთის მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას უზბეკეთში საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ჩართულიყვნენ დისკუსიებში და მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები.

მათივე ინფორმაციით, „თიბისი“ წელს UzInvest 2019-ის პარტნიორია. ღონისძიებას ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე და ფინანსური დირექტორი გიორგი შაგიძე ესწრებოდა, რომელმაც ფორუმის პანელ-დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.

„პანელ-დისკუსიის თემა უზბეკეთის ბაზარზე კომერციულ და საცალო საბანკო სექტორს და ამ სექტორის განვითარების შესაძლებლობებს შეეხებოდა, მათ შორის საბანკო სერვისების/პროდუქტების და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. პანელის განსახილველ თემებს შორის უზბეკეთში კაპიტალის ბაზრების პერსპექტივა და სხვადასხვა მიმართულებით რეგულაციების არსებობის საჭიროება იყო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს