გაასაჩივრებს თუ არა პროკურატურა ნიკა მელიას ბრალდების იმ ნაწილს, რომელშიც ის გამართლდა, გადაწყვეტილებას განაჩენის გაცნობის შემდეგ მიიღებს

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი იყო წარდგენილი ბრალდებები, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, გაასაჩივრების გადაწყვეტილებას ნიკა მელიას ბრალდების იმ ნაწილზე, რომელშიც ის გამართლდა, ბრალდების მხარე გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მიიღებს.

„სასამართლომ ორივე ბრალდებულზე სრულად გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი, ადეიშვილი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო ნიკა მელია დამნაშავედ ცნო თანამდებობრივ დანაშაულში, რაც შეეხება მეორე მუხლს გავეცნობით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და მივიღებთ გადაწყვეტილებას.

მიზეზებზე თუ რატომ გაამართლა, მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც გავეცნობით დასაბუთებულ განაჩენის ნაწილს. ნიკა მელიას ბრალად ედებოდა, რომ ის დაეხმარა ორგანიზებულ ჯგუფს ზურაბ ადეიშვილს" ბანკი ქართუს" გაკოტრების განხორციელებაში.

მისი ბრალეულობა გამოიხატა, რომ მან აუქციონების ხელოვნური მართვის გზით მოახერხა „ბანკი ქართუს“ ქონებების სახელმწიფოზე გადაცემა. პროკურატურად ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები მათ შორის მოწმეები", - განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული საქმეზე განხილვები არ დაჩქარებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა