ნიკა მელია - საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ივანიშვილი ალიკაპს ვერავის გაუკეთებს

საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ბიძინა ივანიშვილი ალიკაპს ვერავის გაუკეთებს, როდესაც ამ საპატიმრო საკნის ოთხი კედელი დღეს ძალიან მყიფე და მოყანყალებულია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოსამართლე ვერ დაიყოლია.

„ივანიშვილის ძალაუფლება არის ძალიან მყიფე. არ გამოვრიცხავ, მოსამართლე ბოლომდე ვერ დაიყოლიეს. მოსამართლეს ოდნავ მაინც თუ აქვს პროფესიისადმი პატივისცემა, სიგიჟე არ უნდა გაეკეთებინა. როგორც ჩანს, სასამართლოში არის ქვედინებები, რომელიც არ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს. რეალურად ახლა მათი ამოცანა რჩება, რომ პარლამენტიდან გამომაგდონ, შემიჩერდეს დეპუტატის უფლებამოსილება, რასაც კენჭი უნდა უყარონ უახლოეს სასესიო სხდომაზე. ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება „ქართული ოცნების“ დეპუტატების გარეშე. „კოლექტიურმა ბექა ოდიშარიებმა“ უნდა მიაჭირონ ხელი იმ ღილაკს, რომელზეც არ უნდათ ხელის მიჭერა, მაგრამ უღირთ.

თავიდან ბოლომდე შეკერილი საქმე იყო, სხვა შემთხვევაში 25 ადამიანს განრიდებას არ გაუკეთებდნენ. ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ 20 ივნისის შემდეგ ამოცანა ვერ შეასრულა და კვლავ დეპუტატად შემოვრჩი.

გავრილოვის საქმე შემონახული აქვს და მას ჰგონია, რომ „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია, მაგრამ უნდა მიხვდეს ბიძინა ივანიშვილი, რომ ვერც ერთი სისხლის სამართლის საქმით, ვერც ერთ ოპონენტს და აქტივისტს ვერ შეაჩერებს. საპატიმრო საკნის ოთხ კედელში გამოკეტვით ალიკაპს ვერ გაუკეთებს ვერავის, როდესაც ამ საპატიმრო საკნის ოთხი კედელი დღეს არის ძალიან მყიფე და მოყანყალებული. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს თვალი გაუსწოროს რეალობას და იმოქმედოს საზოგადოებრივი მოთხოვნების შესაბამისად, რადგან დღის წესრიგს ადგენს საზოგადოება. ბიძინა ივანიშვილი უშვებს ყველაზე დიდ შეცდომას იქ, რომ მას ჰგონია, თუკი ოპონენტებს დააკავებს პოლიტიკური დევნით, გაამხნევებს საკუთარი გუნდის წევრებს, მაგრამ პირიქით, ისინი მორალურად კიდევ უფრო ინგრევიან. ისინი ხედავენ, როგორ ებრძვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ადამიანები კი „გარნირად“ არიან მოყრილნი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, ბანკი "ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა