10 წლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოიცა

განახლებული და შევსებული საქართველოს ისტორიის 4-ტომეულის პირველი ტომი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, უკვე გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, ის­ტო­რი­ის ოთხტო­მე­უ­ლი, პირ­ვე­ლად, 10 წლის წინ გა­მო­ვი­და სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თით და გა­მოს­ვლის დღეს­ვე გა­ი­ყი­და სრუ­ლი ტი­რა­ჟი. მას შემ­დეგ წიგ­ნი კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე გა­მო­ი­ცა. თუმ­ცა ახა­ლი რე­დაქ­ცია მკი­თხვე­ლის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტერე­სოა.

მათივე ინფორმაციით, ეს არის ქარ­თველ მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფუ­რი ნაშ­რო­მი, რო­მელ­შიც მო­თხრო­ბი­ლია ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ყვე­ლა ეპო­ქა და პე­რი­ო­დი უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნამ­დე, თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე გად­მო­სა­ხე­დი­დან არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

„საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - ეს არის საქართველოს ისტორიის სრულყოფილი მასალა, დაწყებული უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, თუმცა ზოგიერთი დეტალი წიგნში 21-ე საუკუნესაც მოიცავს“, - აღნიშნავს ისტორიკოსი როინ მეტრეველი.

მათივე ცნობით, გამოცემის თითოეული ტომი თვეში ერთხელ, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვა. პირველი ტომი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

"ამ ტომში შევიდა ბოლო ათწლეულში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაკეთებული უამრავი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ენით არის შედგენილი და მას სიამოვნებით წაიკითხავს ნებისმიერი, ვისაც აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ისტორია და არა მხოლოდ - სურს თავისი ისტორია დაიცვას ნებისმიერ გარემოში, სადაც მის გაყალბებას შეეცდებიან," - აცხადებს გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშული, წიგნის სპეციალური ფასი 10 ლარია, გაზეთთან ერთად კი 11.50 ლარი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს