სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" კონკურსის - "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნების წარდგენა გაიმართება

სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებული წიგნების წარდგენა 3 დეკემბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

"გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" გამარჯვებულები არიან არჩილ ფირიაშვილის "ფეხბურთის მოთამაშე" და თინათინ ბერიძის "მოპარული სიყვარული". "ფეხბურთის მოთამაშეს" მწერალი დიანა ანფიმიადი წარადგენს; თინათინ ბერიძის რომანს "მოპარული სიყვარული" კი მკითხველს მწერალი სალომე ბენიძე გააცნობს.

კონკურსის ფარგლებში, არჩილ ფირიაშვილი ჟიურის რჩეული გახდა. "არჩილ ფირიაშვილის სახით, ჩვენ ჩამოყალიბებული მწერალი შევიძინეთ. ავტორმა იმდენად მაღალი კლასი აჩვენა, რომ, მასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღებისას, ჟიური ერთსულოვანი იყო," - განაცხადა "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019-ის" ჟიურის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა. თინათინ ბერიძის რომანს კონკურსის პირველ ტურში, როგორც ხალხის, ასევე ჟიურის მხარდაჭერა ხვდა წილად. საბოლოოდ კი, "მოპარული სიყვარული" ხალხის რჩეული გახდა. ღონისძიებაზე მისულ მკითხველს შესაძლებლობა ექნება პირადად გაიცნოს ჟიურისა და ხალხის რჩეული ორი დებიუტანტი ავტორი, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ მათი წიგნები და აიღონ ავტოგრაფები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა