მეწარმეებმა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზები განიხილეს

ქალმა მეწარმეებმა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის გზები განიხილეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან აცნობეს, გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით , პროექტის “საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას დასავლეთ საქართველოში მომუშავე მეწარმე ქალები ესწრებოდნენ, სადაც საჭიროებებთან ერთად მათ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფსიქოლოგიური ასპექტები, ფსიქოთერაპერტ სოფო ტაბაღუასთან ერთად განიხილეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო გენდერული ნიშნით ძალადობის გააზრებას, აღქმას და ასევე, რა გავლენა აქვს გენდერულ ძალადობას ქალებზე.

“ შეხვედრაზე მეწარმე ქალებთან ერთად განვიხილეთ რა არის გენდერული ნიშნით ძალადობის გამომწვევი მიზეზები და რისკ-ფაქტორები. ვისაუბრეთ ოჯახში ძალადობის შესახებ და მათი დაძლევის და პრევენციის გზები განვიხილეთ. მეწარმე ქალებმა მიიღეს ინფორმაცია , როგორია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების მიმართულებები”, -აღნიშნა ფსიქოთერაპერტმა სოფო ტაბაღუამ.

როგორც ფერმერთა ასოციაციაში აცხადებენ, ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევა განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ეს პროექტები კი, მათ კვალიფიკაციის ამაღლებასა და დიდი კომპანიებთან კონტაქტების დამყარებაში დაეხმარება.

„გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ვმუშავებთ დამწყებ მეწარმე ქალებთან, რომლებსაც აქვთ მცირე ბიზესი და უნდათ მისი გაფართოება. ვიმუშავებთ ასევე, დიდ შემდგარ კომპანიებთან, რომლებიც ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები. ეს პროექტი მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს. ასევე, განავითარონ სოციალური პასუხისმგებლობა და ის გამოწვევები, რაც აქვთ ჩვენც ვეცადოთ და მათთან ერთად გადავჭრათ”, - აღნიშნა პროექტის მენეჯერმა, ნათია ნინიკელაშვილმა.

პროექტს „საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა