მედიის ინფორმაციით, რუსეთს და ბელარუსს მალე ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება

მედიის ინფორმაციით, 2019 წლის 8 დეკემბრისთვის, ბელარუსი და რუსეთი გეგმავენ ხელი მოაწერონ ხელშეკრულებას ინტეგრაციის გაღრმავების შესახებ. როგორც ბელარუსის ელჩმა რუსეთში, ვლადიმირ სიამაშკამ TUT.BY-სთან ინტერვიუში განაცხადა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ და მისმა რუსმა კოლეგამ, ვლადიმერ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ორ ქვეყანას ერთიანი მთავრობა და პარლამენტი ეყოლება.

„პრეზიდენტებმა აღიარეს, რომ დასახული მიზნები (1999 წელს მიღებული კავშირის ხელშეკრულება) ამბიციურია და არ შეიცვლება. ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ფაქტორებს: ერთიანი საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა, საერთო ნავთობის, გაზის და ელექტროენერგიის ბაზრების შექმნა, ერთიანი პარლამენტისა და მთავრობის ჩამოყალიბება“,- განაცხადა სიამაშკამ, რომლის ამ კომენტარს ბელარუსის მედია ავრცელებს.

ცოტა ხნით ადრე, კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერი 2019 წლის ბოლომდე შეხვედრას გამართავს. რეგიონული მედია სექტემბრიდან მოყოლებული აქტიურად წერდა, რომ შეთანხმება მეტად ინტეგრაციის შესახებ გულისხმობს ერთგვარი კონფედერაციის ან შესაძლოა, ფედერაციის ჩამოყალიბებას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო