გიორგი კახიანი - დეპუტატის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას, პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას პარლამენტის წევრის უფლებამოსილება

თუ სასამართლომ გამოიტანა პარლამენტის წევრის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ასეთ შემთხვევაში პარლამენტი ვალდებულია, შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციით და იმავდროულად, პარლამენტის რეგლამენტით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძვლად მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომაა გათვალისწინებული.

"ზოგადად განვმარტავ უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურას, რაც არის შემდეგი: თუ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი, შესაბამის საკითხს შეისწავლის საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტი, შესაბამისი დასკვნით მიმართავს პლენარულ სხდომას და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე. მხოლოდ პარლამენტს შეუძლია შეუწყვიტოს უფლებამოსილება პარლამენტის წევრს. დადგენილებით ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა, რის მიღებასაც სჭირდება დამსწრეთა უმრავლესობა, ოღონდ ეს არ უნდა იყოს სრული შემადგენლობის 1/3-ზე ნაკლები", - აღნიშნა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა