„კონსტრუქტ2-მა“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მემორანდუმი გააფორმა

29 ნოემბერს, სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-სა“ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„m2 ჯგუფის“ ინფორმაციით, „კონსტრუქტ2“, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, პროფესიულ პროგრამებს შეიმუშავებს და მათ ჩართულობასაც უზრუნველყოფს. ასევე, განხორციელდება სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო ხასიათის ერთობლივი ღონისძიებები, რაც ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სამიზნე ჯგუფის მონაწილეობას.

მემორანდუმის გაფორმებამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ზესტაფონში მდებარე „კონსტრუქტ2“ დაათვალიერეს და კოლეჯის მიერ შემოთავაზებულ პროგრამებსა და მსმენელთა საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნენ.

„m2 ჯგუფის სამშენებლო კოლეჯი კონსტრუქტ2“ ჯერ მხოლოდ ერთი წლისაა, მაგრამ უკვე შეგვიძლია მისი მიღწევებით ვიამაყოთ. კოლეჯის მთავარი დამსახურება სამშენებლო ბაზარზე პროფესიონალი ხელოსნების ახალი ნაკადის შემომატებაა, რომელსაც მალე იძულებით გადაადგილებული პირებიც შეემატებიან. ისინი ჩვენი კოლეჯის პროგრამით გათვალისწინებულ სრულ კურსს გაივლიან, ხოლო პროფესიონალებად m2 ჯგუფის ობიექტებზე ჩამოყალიბდებიან“, - ამბობს „კონსტრუქტ2-ის“ დირექტორი თამარ ზაქარაშვილი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს