ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმის პროკურორი - სასამართლოზე ვაპირებთ გამოვიკვლიოთ მტკიცებულებები, მათ შორის მოწმეების ჩვენებები, რომლებიც დაადასტურებენ 16 664 000 დოლარის მისაკუთრების ფაქტს

მიმოვიხილავთ იმ მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს საქმის ყველა ძირეულ და მნიშვნელოვან გარემოებას, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

"დღეს მხარეებს ექნებათ შესავალი სიტყვის წარმოთქმის საშუალება. ბრალდების მხარე მზად არის შესავალი სიტყვისთვის. ჩვენ მოკლედ შევეხებით ბრალდების არსს, თუ რა დანაშაულში ედავებათ აღნიშნულ პირებს პროკურატურა. გარდა ამისა, მიმოვიხილავთ ყველა იმ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომელიც ადასტურებს საქმის ყველა ძირეულ და მნიშვნელოვან გარემოებას", - განაცხადა პროკურორმა გიორგი მიქავამ.

პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე საქმის არსებითი განხილვის პროცესში გამოიკვლევს და წარმოადგენა ყველა მტკიცებულებას, რომელიც დაადასტურებს ბრალდებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს.

„ბრალდების მხარე აპირებს სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლიოს არაერთი მტკიცებულება, კერძოდ, დოკუმენტური მტკიცებულებები, ეროვნული ბანკის შემოწმების აქტები, მათ შორის მოწმების ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ დაადასტურებენ ბრალდებულების მიერ მართლსაწინააღმდეგოდ ბანკის კუთვნილი თანხის, კერძოდ, 16 664 000 დოლარის მისაკუთრების ფაქტს და ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს", - განაცხადა გიორგი მიქავამ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000 ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა