ანა დოლიძე -  დაუშვებელია „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთის შეშვება უზენაეს სასამართლოში - სია უნდა ჩავარდეს

მაშინ, როდესაც კარასინმა დააანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც უდავოდ იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა, ამ ფონზე არსებობს შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ" დაიწყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვა და მათი დამტკიცება, რაც დაუშვებელია, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების სია უნდა ჩავარდეს და ამაზე პირადადაც იზრუნებს სხვადასხვა კანონიერი ფორმით.

„სია უნდა ჩავარდეს. მარტო ახალი იუსტიციის საბჭოს პირობებში შეიძლება საქართველოს პარლამენტმა დაიწყოს ნორმალურ კანდიდატებზე მსჯელობა“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე მოუწოდებს ადვოკატებს, სამოქალაქო საზოგადოებას, სტუდენტებს და სხვებს, რომ „მობილიზდნენ და მაქსიმალური წნეხი განახორციელონ პარლამენტის წევრებზე ამ მოთხოვნის ირგვლივ", რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის ჩავარდნა.

„უზენაეს სასამართლოში დანიშვნებთან დაკავშირებით მე თავიდანვე ვიყავი ამ პროცესში ჩართული და დიდი ხანია, დაყენებული მაქვს მოთხოვნა საქართველოს პარლამენეტის წევრებისადმი, რომ სია უნდა ჩავარდეს. დაუშვებელია საბჭოს ამ შემადგენლობის, „კლანის“ მიერ წარდგენილი სიიდან თუნდაც ერთი კანდიდატის შეშვება უზენაეს სასამართლოში, ვინაიდან ხელისუფლების მიზანი სწორედ ეს არის - ბოლომდე გააკონტროლოს უზენაესი სასამართლოს ყველა პალატა", - განაცხადა დოლიძემ.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთი რამ აერთანებთ - „არც ერთ კანდიდატს არასოდეს თავის პოზიციაში არ ამოუღია ხმა სისტემის წინააღმდეგ".

„არსებობს ინფორმაცია, რომ „ოცნება" აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე, ისევე როგორც შარშან, გააპაროს მოსამართლეთა სია. მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება მობილიზებულია პროპორციულ მაჟორიტარული არჩევნების თემასთან დაკავშირებით და პოლარიზებულია საშინლად, მაშინ როდესაც კარასინმა დააანონსა რუსული კულტურის ცენტრის გახსნა, რაც უდავოდ იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამოწვევა, ამ ფონზე არსებობს შესაძლებლობა, რომ „ოცნებამ" დაიწყოს კანდიდატების განხილვები და მათი დამტკიცება, რაც არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია ერთი კანდიდატის შეშვებაც კი უზენაეს სასამართლოში ეს კანდიდატები, ყველანი არიან კომფორტული „ქართული ოცნებისთვის" და ბიძინა ივანიშვილისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო