ავთანდილ წერეთელი - საქმე არ არსებობს და რას წარმოადგენენ? კიდევ ერთხელ იმ სისულელეს გაიმეორებენ, რაც აქამდე იმეორეს

საქმე არ არსებობს და რას წარმოადგენენ? კიდევ ერთხელ იმ სისულელეს გაიმეორებენ, რაც აქამდე იმეორეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმეზე ბრალდებულმა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში განუცხადა, სადაც პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები უნდა წარმოთქვან.

ავთანდილ წერეთლის თქმით, ეს გამოძიება დაკავშირებულია მისი შვილის ვატო წერეთლის კუთვნილ ტელევიზიასთან.

„ჩემი შვილის კუთვნილი ტელევიზია ნიშნავს ოჯახის ტელევიზიას. ზეწოლა იყო და პირდაპირ ვსაუბრობთ, რომ ეს დაკავშირებულია ჩემი შვილის ტელევიზიასთან და მის საქმიანობასთან", - განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეეხება ავთანდილ წერეთელს, მას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დახმარებაში ედება ბრალი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო