ბადრი ჯაფარიძე - ასეთი რამ არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ - ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ „თიბისი ბანკის“ საქმეზე მიმდინარე სამართლებრივი პროცესები „სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნაა“.

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას საქალაქო სასამართლოში განაცხადა, აღნიშნულ საქმეში არც მოწმე და არც მტკიცებულებები არ არსებობს.

„პროკურატურა, სამწუხაროდ, არის პრივატიზებული ივანიშვილის მიერ. არ არსებობს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ მოწმეც. ვერ იარსებებს ბუნებაში, რადგან ასეთი რამ არ მომხდარა, რაშიც ჩვენ ცილს გვწამებენ. ეს არის სიყალბით გაჯერებული პოლიტიკური დევნა და ეს გრძელდება.

ის, რაც გააკეთა ივანიშვილმა, რომ პრაქტიკულად ისედაც პოლიტიკურად დაქვემდებარებული პროკურატურა გადააქცია პირად პროკურატურად, ეს უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს მომავალი განვითარების პერსპექტივა“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს