რამაზ საყვარელიძე - ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს განაჩენი რბილია

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ „ქართუ ბანკის“ საქმეზე ნიკა მელიას მიმართ რბილი განაჩენია გამოტანილი.

როგორც რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ სასამართლოს განაჩენის კომენტირებისას განუცხადა, იმ ფონზე, რომ „ქართუ ბანკის“ საქმეზე იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა შეეფარდა, სასამართლო უფრო ფრთხილი იყო ნიკა მელიას მიმართ.

„ბევრმა შეიძლება ჩათვალოს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ სიტუაციას გაუწია სასამართლომ ანგარიში და უფრო ფრთხილი გადაწყვეტილება მიიღო. თუ შეადარებთ ადეიშვილისთვის და მელიასთვის გამოტანილ განაჩენს, ეს შედარება უფრო იმაზე მეტყველებს, რომ მელიას მიმართ განაჩენი უფრო ფრთხილი იყო. უნდა ყოფილიყო თუ არა, ამას მე ვერ ვიტყვი, რადგან საქმეში არ ვარ ჩახედული“, - აცხადებს საყვარელიძე.

რაც შეეხება ნიკა მელიასთვის პარლამენტარის მანდატის შესაძლო შეჩერების საკითხს, პოლიტოლოგის შეფასებით, ეს ნიკა მელიას ხელს არ უშლის ე.წ. ქუჩის აქტივობაში.

„პარლამენტის საქმიანობიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად იგულისხმებდა ადამიანი მელია, რომ იყოს პარლამეტში პროდუქტიული და პარლამენტის ტრიბუნა მისთვის პოლიტიკური მოქმედების ერთადერთი არეალი იყოს, თუმცა ვხედავთ, რომ ის ქუჩაში კიდევ უფრო აქტიურად მოქმედებს. მისთვის პარლამენტის ტრიბუნის მოხსნა დანარჩენ პოლიტიკურ აქტივობებს, ეგრეთ წოდებულ ქუჩის აქტივობას აბსოლუტურად არ ბლოკავს. ასე რომ, ის როგორც პოლიტიკოსი შეზღუდულად არ მეჩვენება და ამდენად, ამ განაჩენს პოლიტიკურ დევნად ვერ შევაფასებ. რაღაც განაჩენი თუ უნდა ყოფილიყო გამოტანილი, მაშინ ეს რბილი განაჩენია“, - აცხადებს საყვარელიძე.

შეგახსენებთ, რომ „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული.

ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო