2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეებია

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში სიახლეები იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

როგორც ცენტრში განმარტავენ, უცხოური ენების ტესტებში ორი სახის სიახლე იქნება. კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.

„აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას. მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშებსაც აქვეყნებს, რაც აბიტურიენტებს და დაინტერესებულ პირებს ცენტრის ვერ-გვერდზე შეუძლიათ იხილონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს