თინა ბოკუჩავა - იმავე ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რაც ერთხელ უკვე გაიარეს, როდესაც ნიკა მელიას უსაფუძვლოდ ციხისთვის იმეტებდნენ

იმავე ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რაც ერთხელ უკვე გაიარეს, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ ციხისთვის იმეტებდნენ ნიკა მელიას, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს კითხვაზე, შეუწყდება თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი.

თინა ბოკუჩავამ არ გამორიცხა, რომ ხელისუფლება ამ მოთხოვნით პარლამენტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე მიმართავს.

„შეუწყდება თუ არა მელიას მანდატი, ეს დამოკიდებულია პარლამენტზე. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლებამ სასამართლო განჩინების საფუძველზე პარლამენტს ამ მოთხოვნით მიმართოს და შემდეგ პარლამენტს მოუწიოს ამ საკითხზე მსჯელობა, მაგრამ იმავე ჯოჯოხეთის გავლა მოუწევთ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რაც ერთხელ უკვე გაიარეს, როდესაც სრულიად უსაფუძვლოდ ციხისთვის იმეტებდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები, მათ შორის, როგორც აღმოჩნდა, მისი ბავშვობის მეგობრები, მაგალითად ბექა ოდიშარია. იმედი მაქვს, ახლა მაინც მიხვდებიან, რომ უკიდურესად სამარცხვინოა ასეთი პოლიტიკური დაკვეთების შესრულება კოლეგის წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დეპუტატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ კენჭისყრის დღეს ძალიან ხმამაღალი პროტესტი იქნება.

„პროტსტი განსაკუთრებით მწვავე იქნება ამ დროს, რადგან სასამართლო უსამართლობის ბასტიონად იქცა ივანიშვილის პირობებში, იმიტომ, რომ მასზე დგას ივანიშვილი და მისი იმედები ხელისუფლების შენარჩუნების.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოქმედებს მაქსიმალურ ტანდემში სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და გვინდა ზოგადად ავსახავდეთ იმ პოლიტიკურ მუხტს და იმ პროტესტის მუხტს, რაც არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ვეცდებით, რომ კოორდინაციაში ვიმოქმედოთ აქციის მონაწილეებთან თუ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს