ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა გამოყვანის სეზონი დაიწყო

ველური ბუნების სააგენტოში ხე-მცენარეთა დაფესვიანების, დაკალმებისა და თესვის პერიოდი მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებს საქართველოს წითელი ნუსხის, ტყისშემქნელი და ურბანული სახეობები სასათბურე პირობებში გამოყავთ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე ითესება ჭალის მუხა, სამხრეთის აკაკი, პანტა და ფიჭვი. გამრავლების სეზონი პირველ ყინვებამდე მიმდინარეობს.

„ველური ბუნების სააგენტო მცენარეთა თესლის დასამუშავებელი დანადგარებითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობით ხდება თესლების დახარისხება და თესლის აღმოცენების უნარის განსაზღვრა, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი თესლის ხარისხიანობისა, რადგან თესლის აღმოცენების სხვადასხვა უნარზეა დამოკიდებული პირველ რიგში თესვის ნორმა, შემდგომ კი ბიოლოგიური მახასიათებლები. თესლის ვარგისიანობის დადგენის შემდგომ სათესლე მასალის სტრათიფიცირება და შემდგომში თესვა ხდება“, - აღნიშნავენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, ველური ბუნების სააგენტოში წელიწადში 900 000 ძირი ნებისმიერი ხე-მცენარის ჩითილის წარმოება ხდება. მცენარეთა თესვის სეზონი შემოდგომაზე იწყება და გაზაფხულამდე გრძელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა