ზვიად კორძაძე - პროკურორს ვუსმინე და ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ადვოკატს პროცესზე ჩაეძინება, ბრალდებამ მოუმატა და მოუმატა ბრალს, ბრალდებულმა ადვოკატს ჩაარტყა, გაიღვიძე, თორემ დამხვრიტესო

„თიბისი ბანკის" ბრალდებული დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ პროკურატურის მიერ შესავალ სიტყვებში მოყვანილი ფაქტები დასუსტებული ბრალია.

„ბრალდების მხარის შესავალ სიტყვას რომ ვუსმინე, ერთი ანეკდოტი გამახსენდა. ადვოკატს პროცესზე ჩაეძინება, ბრალდების მხარემ ეს რომ დაინახა, მოუმატა და მოუმატა ბრალს. ბრალდებულმა ადვოკატს ჩაარტყა, გაიღვიძე, თორემ დამხვრიტესო", - განაცხადა ზვიად კორძაძემ ბრალდების მხარის შესავალი სიტყვის შემდეგ.

"ფხიზლად ხომ იყავით, ყოველ შემთხვევაში, არავის ჩაურტყამს თქვენთვის", - უპასუხა მოსამართლე გიორგი არევაძემ კორძაძეს, რასთან დაკავშირებითაც, ადვოკატმა მოსამართლეს მიუგო, "ფხიზლად ვიყავი და ამიტომ".

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს