აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა თვითდაშლა გამოაცხადა

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა თვითდაშლა გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანელმა დეპუტატებმა საგანგებო სხდომაზე მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

პარლამენტის სპიკერის, ოგტაი ასადოვის თქმით, პრეზიდენტის მიერ გატარებული რეფორმები ახალ ფაზაში შევიდა. მისივე თქმით, საზოგადოება აღნიშნულ რეფორმებს მიესალმება.

„კონსტიტუციის მიხედვით, მილი მეჯლისს აქვს უფლება განიხილოს და გადახედოს ამ საკითხს. ახალი გამოწვევები, საზოგადოებრივი მოლოდინი და სხვა ფაქტორები ქმნიან პარლამენტის დაშლისა და რეფორმების გაღრმავების აუცილებლობას“, - განაცხადა ასადოვმა.

მედიის ცნობით, აზერბაიჯანის მმართველი პარტია პრეზიდენტ ილჰამ ალიევს პარლამენტის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ მიმართავს.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა