სალომე სამადაშვილი - ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაზე გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური, რომელსაც პირადად ივანიშვილი მიიღებს

გადაწყვეტილება, შეუჩერდეს თუ არა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება, იქნება პოლიტიკური, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი მიიღებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, რითაც ის ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტი ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილებას შეუჩერებს, ეს პოლიტიკურ კრიზისს გაამწვავებს და მმართველ გუნდს ურჩევს, ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს.

„ის (ბიძინა ივანიშვილი) დადგება ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე, რომ ან დაადგეს ამ გზას და ხელმეორედ მიიღონ სამარცხვინო გადაწყვეტილება, როგორიც ერთხელ უკვე მიიღეს ნიკა მელიასთან დაკავშირებით და ეს მხოლოდ გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს, ან მისცეს ნიკა მელიას საშუალება, შეუფერხებლად განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა.

მე ვურჩევ ხელისუფლებას, რომ მიიღოს მეორე გადაწყვეტილება და ნუ ჩაერევა ნიკა მელიას პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან ეს მხოლოდ გაამწვავებს პოლიტიკურ კრიზისს“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს