უკრაინის ვიცე-პრემიერი - მზად ვართ, რუსეთის რამდენიმე რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში მივიღოთ

უკრაინის ვიცე-პრემიერი დმიტრო კულება რუსი დეპუტატის ვიაჩესლავ ვოლოდინის განცხადებას გამოეხმაურა. მედიის ცნობით, დუმის დეპუტატმა უკრაინის სახელმწიფოდან რამოდენიმე რეგიონის გამოყოფის შესახებ ისაუბრა.

დმიტრო კულებას თქმით, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, უკრაინა მზად არის რუსეთის ფედერაციის რეგიონები თავის შემადგენლობაში მიიღოს.

„ვოლოდინი უკრაინის რეგიონების გამოყოფით იმუქრება. უნდა გავაწბილო: არავინ აპირებს უკრაინა დატოვოს, თუმცა, ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად, დემოკრატიული მმართველობის შესაქმნელად და ცხოვრების ევროპული სტანდარტების დასანერგად, მზად ვართ, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე რეგიონი უკრაინის შემადგენლობაში მივიღოთ“,-განაცხადა კულებამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა