„წლის საუკეთესო მონა“ – ამ ლოზუნგით „შეცვალეს“ აქტივისტები ირაკლი კობახიძისთვის სირცხვილის კორიდორის მოწყობას გეგმავენ

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტთან", სადაც რეგიონალური საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს, მოძრაობა "შეცვალეს" და "სირცხვილიას" წევრები არიან შეკრებილები.

მათი თქმით, კონფერენციაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უნდა მივიდეს და სურთ, რომ მას დისკომფორტი შეუქმნან.

"აქ მოვედით იმისთვის, რომ ირაკლი კობახიძეს მოვუწყოთ სირცხვილის კორიდორი, რადგან ის არის ყველაზე დიდი მონა, ბიძინა ივანიშვილის მონა. ასეთი დონის კონფერენციებზე შედიან მთავარი კარით და თუ ირაკლი კობახიძე უკანა კარიდან შეიპარება, ეს ნიშნავს, რომ მას შეექმნება ძალიან დიდი დისკომფორტი, რომ გაიაროს მოქალაქეების შუაში, სადაც ისინი სირცხვილის კორიდორს უწყობენ. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის დისკომფორტის შექმნას, რადგან ასე უტიფრად, თავისუფლად არ შეეძლოთ გადაადგილება", - განუცხადა "სირცხვილიას" აქტივისტმა, თამთა გოგოლაძემ "ინტერპრესნიუსს".

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები: "წლის საუკეთესო მონა", "თავისუფლება ირაკლი კობახიძეს".

ამ დროისთვის კონფერენციაზე შესვენებაა გამოცხადებული და დღის წესრიგის მიხედვით, 14:30 საათზე უნდა გაგრძელდეს. „ქორთიარდ მარიოტში“ ირაკლი კობახიძე ჯერჯერობით არ მისულა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა