სალომე სამადაშვილი - ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ამ სიაში ყოფნა ალბათ, ძალიან შეურაცხმყოფელია

ვერავინ ვერანაირ გადაწყვეტილებას პარლამენტში ვერ გააპარებს,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, უზნაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ- ერთი კანდიდატის და საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის, ზაზა თავაძის გადაწყვეტილება, კონკურსში უარის თქმასთან დაკავშირებით სწორია, ხოლო პარლამენტის მხრიდან ერთადერთი სწორი ნაბიჯი კანდიდატებისთვის კენჭისყრის გადადება იქნება.

„აქციები გაგარძელდება და ნურავის ექნება ის ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ კვირას დაუბრკოლებლად შეძლებს მუშაობის გაგრძელებას, ვგულისხმობ პლენარულ სხდომას. ამიტომ მოსამართლეების საკითხი, ისევე როგორც ყველა სხვა საკითხი, უნდა გადაიდოს, მით უმეტეს, ამ საკითხზე არის სრული საზოგადოებრივი კონსენსუსი, რომ ამ შემადგენლობის უზენაეს სასამართლოში დამტკიცება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ეს იქნებოდა ჩემი რჩევა.

მე ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც საკუთარ თავს პატივს სცემს, ამ სიის შემადგენლობაში ყოფნა ალბათ, ძალიან შეურაცხმყოფელია. ამიტომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ მოსამართლეების დანიშვნის საკითხი მოიხსნას,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა