გიორგი ვაშაძე - ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაშლას ახალი მეთოდებით გეგმავს, ეს მიუღებელია

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ დასაქმებას გულისხმობს. გიორგი ვაშაძეს მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დაშლას ახალი მეთოდებით ცდილობს. მისი თქმით, ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილები ჩვენივე ქვეყანაში უნდა შეიქმნას რათა ისინი საქართველოში დავაბრუნოთ.

„ივანიშვილისგან განსხვავებით, მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პერსპექტივა და მომავალი აქვს. სამუშაო ადგილები აქ შეგვიძლია შევქმნათ და არა ევროპაში, როგორც ის ამბობს. ფაქტობრივად ის გვეუბნება, რომ ოჯახებს - ქვეყნის ფუნდამენტს დავანგრევ და ქვეყანაში მხოლოდ პენსიონერებსა და ახალგაზრდებს დავტოვებ დანარჩენები კი სამუშაოდ უცხოეთში გაიხიკებიან და იქ იმუშავებენო.

მე მსურს ჩვენს ემიგრანტებს მივმართო, ჩვენი ქვეყნის ძვირფასო მოქალაქეებო თქვენც ჩაერთეთ ამ პროცესებში და ხელისუფლებას გამოუცხადეთ, რომ საქართველოში დაბრუნება გსურთ და თქვენი მიზანი არ არის მუდმივად სხვა ქვეყანაში სარჩო - საბადებლად სიარული. ქვეყნის დნმ არის ოჯახი და ამ სისხლის დნმ-ის დაშლას გვპირდება „ქართული ოცნება“, რადგან გაველურებულ საქართველოში ხელისუფლება სამუდამოდ შეინარჩუნოს და ზოოპარკად აქციოს ეს ქვეყანა, რასაც მე ვერ შევეგუები“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, გრძელდება თავისუფლებისთვის ბრძოლა. პირველი მოთხოვნა არის ახალი საარჩევნო სისტემა და მეორე რიგგარეშე არჩევნები.

„ჩვენ აუცილებლად დავასრულებთ ამ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე ჩვენ ისევ ვაგრძელებთ თავისუფლებისთვის ბრძოლას. ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომ რიგგარეშე არჩევნები მათთვის არის დამღუპველი. მე მსურს, რომ მშვიდობიანი არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში და ჩვენმა მოქალაქეებმა გადაწყვიტონ თუ ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. არ მივესალმები რევოლუციურ ან ნახევრად რევოლუციურ არჩევნებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა