სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან” ირაკლი კობახიძეს ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ

„მონა“, „პროპორციული დაიდოს“ - ამ შეძახილებით შეხვდნენ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, უმრავლესობის წევრს, ირაკლი კობახიძემოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები. ირაკლი კობახიძე „ქორთიარდ მარიოტში“ რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მივიდა.

მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძეს კვლავ დაელოდებიან და გამოსვლისას ისევ მოუწყობენ „სირცხვილის კორიდორს“.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები: „წლის საუკეთესო მონა", „თავისუფლება ირაკლი კობახიძეს".

ცოტა ხნის წინ, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან" ადამიანთა ჯგუფი მივიდა. ისინი აცხადებენ, რომ პროტესტს არ უერთდებიან და სასტუმროსთან უბრალოდ დგანან. „თავისუფლების მოედნის ხედით ვტბები. უბრალოდ ვარ მოსული, აქვე ვცხოვრობ და ჩამოვისეირნე", - განაცხადა ერთ-ერთმა პირმა ჟურნალისტებთან.

მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთი წევრი ამბობს, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნების" აქტივისტები არიან. მისივე თქმით, ბოლო დროს, სადაც მათ აქცია დაგეგმეს, მსგავსი შემთხვევები ყველგან ხდება და „ქართული ოცნება" მათ კონტრაქციას უმართავს.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა