საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება.

როგორც „ინტერპრენიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს, სამინისტროში გაიმართა.

მათივე ინფორმაციით. შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

მათივე ცნობით, ნეპალის დელეგაციას ქვეყნის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნეპალის დელეგაცია გაეცნობა ენერგოსექტორის მარეგულირებელ ბაზას, აგრეთვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს გამოცდილება ჩვენს ნეპალელ კოლეგებს საკუთარ საქმიანობაში დიდად დაეხმარება. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ენერგეტიკის ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.

სამინისტროს ცნობით, USAID ნეპალის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ნეპალის მთავრობა დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა მომხდარიყო ნეპალის ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული მხარეების სასწავლო-გაცვლითი ვიზიტი საქართველოში.

„აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სექტორში, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ნეპალელ სტუმრებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართველებისგან, თუმცა საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს მათი ნეპალელი კოლეგების გამოცდილება.

ნეპალის დელეგაცია საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩება. საქართველოში გამართულ შეხვედრებისას, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა