მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირებაა

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და შეხლა-შემოხლაა. მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც პარლამენტის წევრის და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ოლქია, დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

„მოვედით დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად, რათა კითხვებზე მივიღოთ პასუხი საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა.

აქტივისტებისთვის გაუგებარია, მერიის შენობის შესასვლელთან სამართალდამცველების და ადგილობრივი მოსახლეობის მობილიზება რატომ მოხდა.

„ეს არმია რატომ დაგვახვედრეთ?!, - აღნიშნავენ აქტივისტები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს