ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით 6 დეკემბერს ქუთაისში საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

ოპოზიცია 6 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობას ქუთაისში მოაწყობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.

„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ პროცესს, რასაც მივმართავდით თბილისში. გარდა ამისა, დამატებით ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში. პირველი გასვლა გვექნება ქუთაისში, პარასკევს, 14:00 საათზე. რუსთაველის ქუჩის გავლით გვექნება მსვლელობა, რომელიც დასრულდება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

დეპუტატმა ასევე შეაფასა ხელისუფლების წევრებთან შეხვედრა და ისაუბრა მოლოდინებზე, რომლებიც ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით აქვს.

„როცა ხელისუფლება ჯიუტად ამბობს უარს დათანხმდეს რამეს, ამ დროს საჭიროა ვიღაც მესამე, რომელიც შედარებით უფრო ნეიტრალურია, რომელიც შეიძლება გამოდგეს არბიტრად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის და ასეთი პროცედურად ყველაზე ხელმისაწვდომი არის ოდირი. მე ვფიქრობ, რომ სახალხო დამცველი, როგორც კი მიიღებს ამ კანონპროექტს, გადააგზავნის და რაც შეიძლება მალე მივიღებთ პასუხს, მაგრამ ეს „მალე“ არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენზე.

თუ ხელისუფლებას უნდა ორივე სისტემის შენარჩუნება, „გერმანულ მოდელში“ შენარჩუნებულია ორივე და ასეთ შემთხვევაში რატომ არ არიან თუნდაც საკონსტიტუციო ცვლილებაზე თანახმა?! უბრალოდ ხელისუფლებას არანაირი ცვლილება არ უნდა“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს