თამთა თოდაძის ადვოკატი - საქმეში დამატებითი მტკიცებულებებია, არის ვიდეომტკიცებულებებიც

თბილისის საკრებულოს წევრის ილია ჯიშკარიანის საქმეზე სასამართლო დღეს მტკიცებულებებთან დაკავშირებით იმსჯელებს. როგორც დაზარალებულ თამთა თოდაძის ადვოკატმა თამარ ლუკავამ განაცხადა, მტკიცებულებების ჩამონათვალში ვიდეომასალაც არის.

„დღეს სასამართლო მტკიცებულებების დასაშვებობასთან დაკავშირებთ იმსჯელებს. არის თუ არა კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებები და დასაშვებობას განიხილავს და დანიშნავს არსებითი განხილვის თარიღს. ძალიან ბევრი დამატებითი მტკიცებულებებია საქმეში, რომელზეც ვერ ვისაუბრებ, თუმცა სასამართლოს სხდომის მერე გავაკეთებთ განცხადებას, მათ შორის იმ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა მას შემდეგ რაც ბოლო სატელევიზო ეთერი გვქონდა. არის ვიდეომტკიცებულებებიც", - განაცხადა თამარ ლუკავამ.

ცნობისთვის, საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს