ანა დოლიძე - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიაში მყოფებს მოვუწოდებ, მიბაძონ ზაზა თავაძეს  და გაერიდნონ ამ სამარცხვინო პროცესს

მე ვფიქრობ, რომ ზაზა თავაძემ დაინახა ის ლაქები, რომლებიც ამ პროცესს ახლავს თან და ამიტომ გადაწყვიტა გამოვიდეს, რადგან ეს ლაქები მასაც არ გადაედოს, - ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ზაზა თავაძის გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ.

როგორც დოლიძემ განაცხადა, „ლაქები, რომლებიც ამ პროცესს აქვს, გადაედება ყველა ადამიანს, რომელიც მასში მონაწილეობს“.

„მე მომწონს ეს გადაწყვეტილება და მოვუწოდებ ყველას, ვინც ამ სიაშია, მოვუწოდებ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ ნუ გარევენ საკუთარ თავს ამ ლაქებში, ჩააგდონ ეს სია. სიაში მყოფ ადამიანებს მოვუწოდებ, მიბაძონ და გაერიდნონ ამ ძალიან სამარცხვინო პროცესს. ლაქები, რომლებიც ამ პროცესს აქვს, რა თქმა უნდა, გადაედება ყველა ადამიანს, რომელიც მასში მონაწილეობს. მე მგონია, რომ თავაძემ დაინახა ძალიან შებღალული პროცესი, მასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი კითხვის ნიშანი და გადაწყვიტა, რომ არ მიიღოს ამაში მონაწილეობა. მივმართავ ყველას ვინც ამ სიაშია, მიბაძოს მას და დატოვონ გემი, რომელიც მიექანება შეჯახებისკენ“,- განაცხადა დოლიძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე კონკურსში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს წერილობით მიმართა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს