ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორი - ბრალდების მხარემ ორ ტომად წარადგინა სისხლის სამართლის საქმე, რაც მოიაზრებს ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს

ბრალდების მხარემ ორ ტომად წარადგინა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მოიაზრებს როგორც ვიდეომასალას, ექსპერტიზის დასკვნებს, მოწმეთა ჩვენებებს, - ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს სასამართლო მხოლოდ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.

„დღეს სასამართლო ამ მტკიცებულების განხილვაში არ შევა, მხოლოდ იმსჯელებს პროცედურულად რამდენად სწორად არის მოპოვებული. ასევე დაცვის მხარეს აქვს გარკვეული მტკიცებულებები მოპოვებული, რომელთა დაუშვებლობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს აქვს გარკვეული შუამდგომლობები“, - განაცხადა პროკურორმა.

როგორც ის ამბობს, ვიდეომასალები ჯერ კიდევ პირველი წარდგენის პროცესზე იყო მოპოვებული.

„ბუნებრივია, ეს არ იყოს ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, მაგრამ იყო ფაქტის შემდეგ დაზარალებულის გადაადგილება, როცა შემთხვევის ადგილი დატოვა", -განაცხადა თამარ იაკობიძემ.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს