პარლამენტის ბიურომ რამდენიმე საკადრო საკითხზე იმსჯელა

პარლამენტის ბიურომ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავასთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი ცნობად მიიღო.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ქაცარავამ ბიუროს თავად მიმართა.

ასევე, ბიურომ იმსჯელა პარლამენტის გამოკლებული წევრის, ვანო ზარდიაშვილის ადგილმონაცვლის, თემურ გოცირიძის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე.

გარდა ამისა, ბიუროზე იმსჯელეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტიდან კახა კუჭავას გასვლის შესახებ, რაც ბიურომ ასევე ცნობად მიიღო.

ბიურომ ცნობად მიიღო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კობა კობალაძის არჩევის შესახებ. ასევე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ცოტნე ზურაბიანის არჩევის შესახებ.

გარდა ამისა, ბიურომ განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის მიმართვა. მდინარაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ და უმრავლესობის ლიდერად არჩევის გამო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას დიმიტრი სამხარაძე შეასრულებს.

ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რასაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა