მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება

დღეიდან, მანდატური საქართველოს რეგიონის კიდევ 13 ახალ საჯარო სკოლას ეყოლება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური წარმოდგენილი იქნება: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძალისისა და სოფელ ძეგვის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის, სოფელ ქვეშის, სოფელ პატარა გარეჯვის და სოფელ შავშვების, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენის და სოფელ რუსის N3, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკენდის N1 და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელის N1 საჯარო სკოლებში.

უწყების ინფორმაციით, კონკურსის წესით შერჩეულ მანდატურებს, შსს-ს აკადემიაში ორთვიანი მოსამზადებელი კურსის წარმატებით დასრულება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ მიულოცა და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქის საჯარო სკოლაში მანდატურები თავად წარადგინა.

„გაფართოების გეგმის თანახმად, 2019 წელს მანდატურის სამსახური უკვე 130 ახალ საჯარო სკოლაში შევიდა. ამ ეტაპზე, მანდატურები წარმოდგენილნი არიან საქართველოს 588 საჯარო სკოლაში. 2020 წელს მანდატურის სამსახური კვლავ 130 ახალ საჯარო სკოლაში შევა“, - აცხადებენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო