ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ, მაგრამ ვერ მოდიან, რადგან ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებენ

იყო რამდენიმე ბავშვი შეკრებილი. “ნაცმოძრაობა” იფარებს ბავშვებს, ისიც არ იციან, ვის რა ტრანსფარანტი დააჭერინონ, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე დასასწრებად მისულს ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.

„რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვეტყვით მათ. საყვედურის თქმაც არ შეგვიძლია. ბუნებრივია, საყვედური ეთქმის „ნაცმოძრაობას“, რომლებიც ბავშვებს იფარებენ.

თუ ისინი არიან კაცები და ქალები, მოვიდნენ და თვითონ თქვან, რაც უნდათ, რომ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან, ჩემგან მძიმე და საკადრის პასუხს მიიღებენ. ამიტომ ვერ ბედავენ ამის გაკეთებას. ესაა მათი სახე. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ ხელში და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ. ტრანსფარანტები მაქვს მხედველობაში“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ დაანონსებულ აქციებს, როგორც კობახიძე აცხადებს, „არავითარი კონტრაქცია არ იქნება.

„არაფერი გვაქვს „საკონტრაქციო“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ისინი მილევად რეჟიმში არიან და მიილევიან. იმართება გარკვეული აქციები, რომელსაც პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს და ეძღვნება ევროპის საბჭოში საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭებას“, - აღნიშნა კობახიძემ.

რაც შეეხება ქუთაისში მომხდარ ინციდენტს, როგორც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა, „აქ იყო პასუხი ოპოზიციის დესტრუქციაზე“. მისივე თქმით, სჯობს, ოპოზიციის დესტრუქციაზე რეაგირება არ მოხდეს.

„მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვთხოვო და მოვუწოდო სიმშვიდისკენ. კვერცხების და სხვა ნივთების სროლა არასწორია, „ნაცმოძრაობის“ ხელწერაა და მათ დავუტოვოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა