„თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორი - დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ვერ მოვისმინეთ

დაცვის მხარის შესავალ სიტყვაში ვერც ერთი ხელშესახები არგუმენტი ან რაიმე მნიშვნელოვანი პოზიცია ვერ მოვისმინეთ, რომელიც უარყოფდა ან გააბაათილებდა ბრალდების მხარის და ამ ბრალდების ძირითად საკითხებს, -ამის შესახებ ჟურნალისტებს „თიბისი ბანკის“ საქმის პროკურორმა გიორგი მიქავამ განუცხადა.

მისივე თქმით, დღეს ბრალდების მხარემ დეტალურად მიმოიხილა ყველა ძირეული საკითხი.

„გარდა ამისა, ბრალდების მხარემ მიმოიხილა ის მტკიცებულებები, რომლებიც პირდაპირ ადასტურებენ აღნიშნული პირების მიერ ბანკის კუთვნილი თანხების, 16 მილიონზე მეტი დოლარის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებას, მოტყუებით და შემდგომში აღნიშნული ფულადის თანხის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. რაც შეეხება აღნიშნულ თანხას, საქმეში არსებობს უდავო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს კონკრეტული თანხა, საუბარია 16 მილიონზე მეტ დოლარზე, ამ პირებმა გამოიყენეს იმ სასესხო ვალდებულებების გასტუმრებისთვის, რომლითაც მათ ერთი წლის წინ, 2007 წელს გაიზარდეს აქტივები „თიბისი ბანკის“, - განაცხადა პროკურორმა.

გიორგი მიქავას თქმით, საუბარია იმაზე, რომ მოცემული პერიოდისთვის, როგორც ფიზიკურ პირებს, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს თუ ჰქონდათ დაახლოებით, 6% აქციისა, შემდგომში გაუხდათ 35-36 % აქციები, როგორც ფიზიკურ პირებს "თიბისი ბანკში".

“თუმცა, ამაზე როდესაც ჩვენ ვეკითხებით ბრალდებულებს, მათ პასუხი არ აქვთ. გარდა ამისა, როდესაც ისინი უტრირებენ და სპეკულირებენ 2008 წლის ომის თემით, რომ მათ ვერ შეძლეს აღნიშნული თანხის გადახდა, ამავე დროს საქმეში არსებული მტკიცებულებით ასევე უდაოდ დასტურდება, რომ 2008 წლიდან 2019 წლამდე ან 2018 წლამდე მათ, კერძოდ, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ, ხაზგასმით აღვნიშნავ, დეკლარირებული შემოსავლის სახით, მხოლოდ დეკლარირებულ შემოსავალზეა საუბარი, მიიღეს 74 მილიონი ლარის შემოსავალი, რითაც დასტურდება, რომ მათ არათუ ვერ გადაიხადეს, არ გადაიხადეს აღნიშნული თანხები და აღნიშნულით პირდაპირ დასატურდება და ამით დგინდება აღნიშნული დანაშაულის, კერძოდ, თაღლითობის მოტივი, ანგარებითი მოტივი, მათი მიზანი და შემდგომში, მთელი რიგი ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს, რომელიც ადასტურებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს”, -აღნიშნა პროკურორმა.

მისივე ინფორმაციით, შემდეგ სასამართლო სხდომაზე პროკურატურის მოწმე დაიკითხება. შემდეგი სხდომა 27დეკემბერს, 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო