ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია არის კრიმინალი

თუ შემოვა პარლამენტში ეს საკითხი და შემოვა როგორც უკვე ვთქვი, ბუნებრივია, აუცილებლად დავუჭერ მხარს, იმიტომ, რომ კრიმინალების ადგილი საქართველოს პარლამენტში არ არის, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების საკითხს.

„ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი კრიმინალია, ვიდრე ნიკანორ მელიაა, თუმცა, ამ შემთხვევაში არის კონკრეტული დანაშაული დაფიქსირებული სასამართლოს მიერ. შესაბამისად, აქ არის ცალსახა საფუძველი იმისთვის, რომ ნიკანორ მელიას შეუწყდეს უფლებამოსილება. ბუნებრივია კითხვის ნიშნები ვერ იქნება“, - განაცხაა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ამ შემთხვევაში არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

ნიკანორ მელია არის კრიმინალი. მას აქვს ჩადენილი კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაული და ამ დანაშაულზე მიეცა ის პასუხისგებაში. აქ რომ იყოს საუბარი რამე პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ბუნებრივია, შესაძლებელია, უფრო მკაცრიც ყოფილიყო სანქცია. ვხედავთ, რომ სანქცია არის საკმაოდ რბილი. შესაბამისად, ეს არის სწორედ იმის დასტური, რომ არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან არ გვაქვს საქმე. მან ჩაიდინა აბსოლუტურად ცხადი დანაშაული, მონაწილეობდა ადეიშვილთან ერთად „ქართუს“ გაკოტრებაში. ეს არის იმდენად ბუნებრივი დანაშაული, რომ სანქციის ადეკვატურობაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო