მამუკა მდინარაძე - არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება - დაწყნარდნენ, ქუჩის გზა თვითონ აირჩიეს და იმ ქუჩაში ნუ კანკალებენ ახლა

არანაირი კონტრაქცია არ იგეგმება არსად. დაწყნარდნენ, ქუჩის გზა თვითონ აირჩიეს და იმ ქუჩაში ნუ კანკალებენ ახლა, - ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ქართული ოცნება" კონტრაქციას გეგმავს.

მან საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, ნუ წამოეგებიან ოპოზიციის პროვოკაციას, რადგან ეს სწორედ მათ გეგმებში შედის.

"ნუ ავრცელებენ ჭორებს, კონტრაქცია და რაღაცებს ნუ იხვეწებიან იქიდან. თუ უნდათ ქუჩის აქციები, იმოქმედონ როგორც უნდათ, ოღონდ ახლა კანკალს თავი დაანებონ და შიშებს, რომ ვაიმე კონტრაქცია ხომ არ იგეგმება. ასეთი გამოხტომები და შიშები თუ ჰქონდათ, დაენებებინათ მაშინ იმ დესტრუქციისთვის თავი, რასაც თვითონ მიმართავენ, მაგრამ დამშვიდნენ, დაწყნარდნენ, კონტრაქციები არ იგეგმება. მე ჩვენ მომხრეებსაც მოვუწოდებ, ნუ აყვებიან ამ გაცვეთილი "კმარელების" გამოხტომებს და ნუ წამოეგებიან პროვოკაციაზე,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აქვე მან განმარტა, რომ "კმარელებში" 20-22 წლის ახალგაზრდებს არ გულისხმობს და თავის თავზე ნუ მიიღებენ.

"გაცვეთილი „კმარელების“ მეტი რა არის? - ბოკერიები, უგულავები... აღარ გავაგრძელებ გვარების დასახელებას, დაქსაქსულები არიან ყველა საორგანიზაციო მიმართულებით,"- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა