ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს ბადრი ბასიშვილი დაიკავებს

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მის ადგილს, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ბადრი ბასიშვილი დაიკავებს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

თავად ბასიშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელიას უკანონოდ შეუჩერებენ უფლებამოსილებას, არსებობს შესაბამისი ინსტანციები, სადაც გადაწყვეტილების გასაჩივრება მოხდება.

ნიკა მელია არის საქართველოს პარლამენტის წევრი და თუ მას უკანონოდ შეუჩერებენ მანდატს, არსებობს შესაბამისი ინსტანციები, სადაც მოხდება ამ უკანონობის გასაჩივრება, დანარჩენი კომენტარების გაკეთება უადგილოა და გუნდი ნიკა მელიასთან შეთანხმებით მიიღებს ყველა შემდგომ საკითხებზე ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ბადრი ბასიშვილმა.

ცნობისთვის, ბადრი ბასიშვილი საქართველოს მე-7 მოწვევის (2008-2012წწ.) პარლამენტის წევრი იყო. ამჟამად ბადრი ბასიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ქართლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ ბანკი „ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში - სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი იქნა მიღებული. ნიკა მელიას 25 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს.

ეკატერინე დგებუაძე - შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არცერთი მოსწავლე არ დარჩება სასწავლო განათლების მიღმა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2020
ვაჟა ბერიძე - მთავრობა სწრაფად და ეფექტიანად რეაგირებს გამოწვევებზე, ეს სადღეისოდ საკმარისია, მაგრამ ტაში და ვაშა ჯერჯერობით ნაადრევია
"ლიბერთის" 500 000-ლარიანი მხარდაჭერა ბავშვთა მცირე საოჯახო სახლებს
კომპანია "ნოვა" პანდემიის გამოწვევის დასაძლევად 65 000 ლარს გამოყოფს