ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს - თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ?

ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ, - ამის შესახებ საკრებულოს ბრალდებულმა დეპუტატმა ილია ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ილია ჯიშკარიანს ჟურნალისტებთან კომენტარი არც სხდომის დაწყებამდე გაუკეთებია.

„თქვენ რომ რაღაც დაგაბრალონ, აღიარებთ? ამ ეტაპზე არ მინდა გავაკეთო კომენტარი. ცრუ ბრალდებაზე კომენტარებს არ ვაკეთებ", - განაცხადა ჯიშკარიანმა.

ილია ჯიშკარიანის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. პროკურატურამ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან 21-ის დაუშვებლად ცნობის შუამდგომლობა დააყენა. სწორედ აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, უნდა გასცეს პასუხი დაცვის მხარემ მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარეს.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანმშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო