ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. გერმანულ მოდელთან მიმართებაში „ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა“ მოხერხდა და ოპოზიციამ მიიღო „შამათი ორ სვლაში“

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შედგება თუ არა საარჩევნო საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთან მორიგი შეხვედრა, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული.

მისი განმარტებით, თუ ოპოზიცია მოახერხებს რაიმე წინადადებაზე შეჯერდეს, შეხვედრა შედგება.

ირაკლი კობახიძის თქმით, 30 ნოემბერს, ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის რესურსი არ არსებობს, რაზეც არსებული რეალობის გათვალისწინებით ოპოზიციის წარმომადგენლებიც დაეთანხმდნენ.

რაც შეეხება „გერმანულ მოდელს“, ირაკლი კობახიძის თქმით, „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებით ძალიან ცხადად გაირკვა, რიმ ის პირდაპირ წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან.

„ანუ იქ, რეალურად, მოხერხდა ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნა. ოპოზიციის წარმომადგენლები, ბუნებრივია, ამას საჯაროდ ვერ იტყვიან, თუმცა, როდესაც ერთსადაიგივე კითხვას ხუთჯერ სვამ და არ გპასუხებენ, იციან, რომ მიიღებენ შამათს ორ სვლაში. იქ ბუნებრივია, ყველაფერი ნათელია და ეს შეხვედრის მონაწილეებმა დაინახეს. აქედან გამომდინარე, „გერმანული მოდელის“ საკითხიც მოიხსნა და ამის შემდეგ გადავიდნენ ისინი სხვა იდეებზე. ერთ-ერთი იდეა იყო მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები, თუმცა იქ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ანუ ამ იდეაზე შეჯერებულები არ იყვნენ. შესაბამისად, დაველოდებით მათ წინადადებას. თუ ისინი რაიმე წინადადების გარშემო გაერთიანებას შეძლებენ, ამ შემთხევევაში, ჩვენ ამ წინადადებას განვიხილავთ. დაველოდოთ ჯერ მათ წინადადებას“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ უპასუხა კითხვას, თუ როგორია ხელისუფლების პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ სახალხო დამცველი ოპიზიციის მიერ მომზადებულ წინადადებას ეუთოს წარუდგენს.

„ერთუცნობიანი განტოლებაც არ არის ეს. იმდენად მარტივი კაზუსია, რომ ასეთი კაზუსი არ მიაქვთ პირველი კურსის გამოცდაზე სტუდენტებთან, მაგალითად, გერმანიაში და საქართველოშიც, გააჩნია ლექტორს და პროფესორს ანუ არის უმარტივესი კაზუსი, რომელსაც ხსნიან სტუდენტებთან პირველი კურსის პირველ ლექციაზე. ამაზეა საუბარი. მათემატიკური ცოდნითაც შეიძლება მისი ამოხსნა, არ სჭირდება იურიდიული ცოდნა. 77 და 150 ერთიდაიგივე რომ არ არის, ამას არც ფილოსოფია სჭირდება და არც იურისპრუდენცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა