ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე - კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები იმ საშუალო კვალიფიკაციით, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესის საფუძველზე

შემიძლია გითხრათ, რომ კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები იმ საშუალო კვალიფიკაციით, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესის საფუძველზე. თუმცა ეს არის ის სურათი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თემას, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსად გამჭირვალე პროცესი ქვეყანაში ჯერ არ წარმართულა.

„ასეთი გამჭვირვალე პროცესი საქართველოში არასდროს ყოფილა. ამას აღიარებენ საერთაშორისო პარტნიორები. ჯამში ნახევარი წელი დასჭირდა, დაახლოებით, ამ პროცესის გავლას და ეს ყველაფერი წარიმართა საზოგადოების თვალწინ და აბსოლუტურად გამჭვირვალე იყო ამ პროცედურის თითოეული რგოლი. შესაბამისად, საზოგადოება აკვირდება ამას, თუ ვის რა კომპეტენცია ჰქონდა. შემიძლია, გითხრათ, რომ კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები იმ საშუალო კვალიფიკაციით, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესის საფუძველზე, თუმცა ეს არის ის სურათი, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული. თქვენ ხედავდით, რომ გასული დღეების გამავლობაში, იურისტები, რომლებსაც სტატუსები აქვთ პროფესორის, ხშირ შემთხვევაში, ამტკიცებდნენ, რომ 77 უდრის 150-ს. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მოსამართლეების კვალიფიკაციის საშუალო არასახარბიელო დონეც არ არის გასაკვირი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან, ამასთანავე, განმარტა, რომ უზენაესი სასამართლო ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ, ერთი მხრივ, პრობლემა არ შეექმნას მის ფუნქციონირებას და მეორე მხრივ, მაქსიმალურად მიექცეს ყურადღება კვალიფიკაციას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა