პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის

პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის. აღნიშნულს პროპორციული საარჩევნო სია განსაზღვრავს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის კომიტეტის პოსტზე აკაკი ზოიძე შესაძლოა, დიმიტრი ხუნდაძემ ჩაანაცვლოს, ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლოგიკურია, როცა პირველი მოადგილე იკავებს ხელმძღვანელის პოსტს, თუმცა, საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

„თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სია და შემდეგი მოდის პაატა გოგოხია, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია. რაც შეეხება ჯანდაცვის კომიტეტს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით, ამის შესახებ შემიძლია მოგახსენოთ მას შემდეგ რაც კონსულტაციები გაიმართება. კი ბატონო, ლოგიკურია, რომ პირველი მოადგილე ძალიან ხშირად იკავებს ხოლმე ხელმძღვანელის თანამდებობას, ასე მოხდა მაგალითად გურამ მაჭარაშვილის შემთხვევაში, მაგრამ წინასწარ მაინც ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება. ამას სჭირდება გუნდში კონსულტაცია, გადაწყვეტა და შემდეგ გახმოვანება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა