„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს  შორის შეხლა-შემოხლა იყო

ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ აქტივისტებსა და „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა „შეცვალეს“ აქტივისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ეს „შეცვალეს“ წევრის შეძახილს მოჰყვა:“სცემეთ ბებიათქვენი“.

სამართალდამცველებმა დაპირისპირებული მხარეების ტერიტორიიდან გაყვანა შეძლეს. საპროტესტო აქცია გრძელდება.

შეხლა-შემოხლამდე „შეცვალეს“ წარმომადგენებმა „ოცნების“ ოფისის წინ მდებარე ღობესა და ასფალტზე წარწერები გააკეთეს: „ზონდერი“, „ქურდული ოცნება“.

აქციის მონაწილეები დღეს, მცხეთაში მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს