„ქართული ოცნების“ ოფისთან პოლიცია დაპირისპირებული მხარეების დისტანცირებას კორდონის მეშვეობით ცდილობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველებმა სპეციალური კორდონი გააკეთეს, რითაც ცდილობენ დაპირისპირებული მხარეების ერთმანეთისგან დისტანცირებას. მმართველის პარტიის ოფისთან სამოქალაქო მოძრაობების "შეცვალეს", " სირცხვილიას" და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.

სწორედ ამის შემდეგ გააკეთა პოლიციამ კოდონი. სამოქალაქო მოძრაობის წევრები მმართველი პარტიის აქტივისტების მისამართით იძახიან "მონებო". "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების მხრიდან ისმის შეძახილები "გაუმარჯოს „ქართულ ოცნებას" .

ამასთან, როგორც "შეცვალეს" წევრები აცხადებენ, მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორფანიზაციის წევრებმა მათი მისამართით პიროტექნიკა ისროლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განუცხადა, პიროტექნიკის სროლის შედეგად 5 ადამიანი დაზიანდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა