ფრანგმა კოლეგამ დავით ზალკალიანს დაუდასტურა, რომ ემანუელ მაკრონისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან, ჟან ივ ლე დრიანთან შეხვედრის ერთ-ერთი თემა ის გამოწვევები იყო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციას უკავშირდება.

მინისტრის განცხადებით, ფრანგმა კოლეგამ დაადასტურა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგასთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს შესახებ ისაუბრა და ეს კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანი იყო ინფორმაცია, რომელიც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღე, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში ისაუბრა საქართველოს შესახებ და რომ მომავალშიც გაგრძელდება ეს კომუნიკაცია, რაც ძალიან წაადგება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას და საქართველოს საკითხის მუდმივ აქტუალიზაციას. ვისაუბრეთ ასევე ჟენევის ფორმატზე, მოგეხსენებათ რომ საფრანგეთი იყო ინიციატორი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, სამწუხაროდ რუსეთი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას”, - განაცხადა ზალკალიანმა ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, კოლეგას მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, განსაკუთრებით იმ მძიმე სურათზე, რაც ჰუმანიტარული თვალსაზრისით არის შექმნილი და ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე “ვრცლად ვისაუბრე არსებულ მდგომარეობაზე, მიუღებლობაზე ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობაზე, რა ნაბიჯებია გადასადგმელი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვების კუთხით”, - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, აუცილებელია ფრანგ კოლეგებთან მუდმივი კავშირი და მათთვის ინფორმაციის მიწოდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით რადგან, როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: “საფრანგეთის სიტყვას საერთაშორისო დღის წესრიგში და მათი რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში უაღრესად მნიშვნელოვანი ფასი აქვს“.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საფრანგეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ორი მინისტრების შეხვედრაზე.

მისივე ინფორმაციით, საუბარი ასევე შეეხო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში საფრანგეთის გააქტიურებას, ეკონომიკური კუთხით.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიაწოდეს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს