შსს-მ "ქართული ოცნების" ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავდნენ. მოგვიანებით, იქ „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მხარეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. „სირცხვილიას“ წევრების ინფორმაციით, დაშავებულია აქციის 5 მონაწილე.

ამასთან, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის კახა ბუხრაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ოფისთან განვითარებული მოვლენებისას პოლიციას არავინ დაუკავებია.

"ქართული ოცნების" ოფისთან იმყოფებოდა სხვადასხვა აზრის მქონე ორი მხარე. ორივე მხარე საკუთარი აზრის გამოხატვას ცდილობდა. მათ შორის მოხდა კონფლიქტი. არავინაა დაკავებული. პოლიცია ადგილზე იცავს საზოგადოებრივ წესრიგს“, - განაცხადა ბუხრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო