მაია ბითაძემ პარიზში თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების საკითხებზე შეხვედრები გამართა

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დღეს პარიზში საფრანგეთი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს MEDEF Internationali-ის სესიაში მიიღო მონაწილეობა და ბიზნესსაბჭოს წევრებს თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მაია ბითაძის თქმით, უახლოეს პერიოდში თბილისში ჩამოსვლისა და პროექტებში მონაწილეობის სურვილი რამდენიმე ფრანგულმა კომპანიამ უკვე გამოთქვა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე. რამდენიმე ცნობილმა ფრანგულმა კომპანიამ მზადყოფნა გამოთქვა, მეტროს რეაბილიტაციის პროექტს გაეცნონ და ამ მიზნით უახლოეს მომავალში თბილისს ეწვიონ. კომპანიების ნაწილი დაინტერესდა ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარების პროექტებით. ხოლო ისეთი ცნობილი კომპანია, როგორიც არის „სეტეკი“ - საბაგიროების მოწყობით“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე განმარტებით, საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ფრანგული კომპანია „სისტრას“ პროექტის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო თბილისში ტრანსპორტის განვითარებას და სამარშრუტო სქემებს.

„ამავე შეხვედრაზე გაირკვა, რომ საფრანგეთის განვითარების სააგენტო გამოყოფს 500 000 ევროს ოდენობის გრანტს, რომელიც თბილისში სანიაღვრე სისტემის კვლევისა და წინასწარი გაფრთხილების სისტემის მოწყობის პროექტს მოხმარდება. აღნიშნული კვლევა 2020 წელს განხორციელდება“, - განაცხადა ბითაძემ.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან მიაწოდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო